,, ვიცხოვროთ ნარჩენების გარეშე.’’
პროექტის მთავარი იდეა: ჩვენს ირგვლივ პოლიეთილენის პარკებით და პლასტმასის ბოთლებით დაჭუჭყიანებული გარემოს დასუფთავება.
პროექტის აქტუალობა: ბუნებაში ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები ხშირად სხვა ორგანიზმების საკვებად ან რესურსად გამოიყენება. მაგალითად: ჩიტები გამხმარი ტოტებისა და ფოთლებისაგან აკეთებენ ბუდეებს.მიკროორგანიზმები და ჭიები მიწაში ფოთლებსა და მკვდარ ცხოველებს გარდაქმნიან ნეშომპალად. წყალში მოხვედრილი ორგანული მატერია, როგორიცაა ცხოველის ლეში ან მკვდარი ფოთლები, უზრუნველყოფს საკვებით წყლის მიკროორგანიზმებს.
როგორც ვხედავთ ჩვენი ბუნება მოწყობილია ისე, რომ თავად ახდენს ნარჩენების გაუნებელყოფას. მაგრამ დღეს სხვადასხვა დარგში ადამიანის საქმიანობამ ხელი შეუწყო ნარჩენების გაზრდას და რაც მთავარია ისეთი ნარჩენების წარმოქმნას, რომლის გაუნებელყოფას ბუნება ვერ ახერხებს. დაგროვილი ნარჩენები იწვევს ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებას. საფრთხეს უქმნის ცხოველების და ფრინველების სიცოცხლის უსაფრთხოებას.
საქართველოში დღეს ნარჩენების უმრავლესობა, რომელიც ჩვენს ყოფაცხოვრებაში გროვდება იყრება მიწის ორმოებში და იწვება.ასეთ ადგილებს ნაგავ საყრელებს უწუდებენ.
ასეთი მიწისქვეშა ნაგავსაყრელები შეიძლება გადაიქცეს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების წყაროდ.რომლებიც ჩაედინება ჭებში,მდინარეებში და ტბებში. რაც საბოლოო ჯამში იწვევს სასმელი წყლის დაბინძურებასაც.
ჩვენი სკოლის ბავშვებმა გადაწყვიტეს სკოლის ირგვლივი ტერიტორიის დასუფთავება ნარჩენებისაგან (პოლიეთინის პარკები, პლასტმასის ბოთლები, ქ აღალდები და სხვა.) დასასუფთავებელი ადგილი მოიცავდა სკოლის გვერდით არსებულ სკვერს,მდინარის ნაპირს, ლომელიც გვერდით ჩამოუდის სკოლას და ცენტრალური გზის განაპირა ზოლს.
ეს ერთგვარი პროტესტი იყო იმ ადამიანების მიმართ ვინც მოურიდებლად და თავისუფლად ყრის ქუჩაში ნაგავს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობა მიცემულ დავალებაზე, კვლევა ძიების უნარის გამომუშავება, აზრთა გაცვლა მოპოვებულ ინფორმაციაზე და ურთიერთ თანამშრომლობა.
მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: 2 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტები, კედლის გაზეთი, სურათები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ხელთათმანები, ტომრები. ქაღალდები, ფერადი მარკერები, ფოტო აპარატი.
პროეტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1) ბავშვები დაიყო 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში იყო 3–4 ბავშვი.
2) პირველმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია ინტერნენტის საშუალებით თემის ირგვლივ.
3) მეორე ჯგუფი არიგებდა დაბეჭდილ ბუკლეტებს.
4) მესამე – მეოთხე ჯგუფი ასუფთავებდა მათთვის განკუთვნილ დასასუფთავებელ ტერიტორიას.
5)ბავშვები შეგროვილ ნარჩენებს ათავსებენ ტომრებში.
6) სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოვიძახეთ დასუფთავების მანქანა ტომრების ასაკრეფად.
7) ვთხოვე კომპეტეტურ პირებს, რომ დაგვხმარებოდათ ნაგვის ურნების დადგმაში. როგორც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სკოლის ეზოში.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფეფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასან კავშირი:
VII კლასის საგნობრივი პროგრამა ბიოლოგიაში სტანდარტი.
ბიოლ.VII.1. მოსწანლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად ფორმებს და გამოვლინებებს.
ბიოლ.VII.2. მოსწავლე ახასიათებს ეკოსისტემის კომპონენტებს, და მათ შორის არსებულ კავშირებს.
ბიოლ.VII.3. მოსწავლე მსჯელობს დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების თავისებურებათა შესახებ.
პროექტის ხემძღვანელი (მასწავლებელი): ბიოლოგიის მასწავლებელი მამუკა იმნაიშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий